დაკავებები

რატი სამყურაშვილი ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს

სამართალდამცველებმა ყოფილი პარლამენტარი წევრი რატი სამყურაშვილი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის უფროსის ნინო გიორგობიანის ინფორმაციით, სამყურაშვილს ნარკოდანაშაულს ედავებიან. გიორგობიანის თქმითვე, ყოფილი დეპუტატი რამდენიმე პირთან ერთად დააკავეს.

რატი სამყურაშვილისთვის ჯერ ბრალი არ წარუდგენიათ. ის წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული. შსს დამატებით ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებს.

რატი სამყურაშვილი "ნაციონალური მოძრაობის" რიგებიდან ორი მოწვევის პარლამენტის წევრი იყო.

კომენტარები