ვანო მერაბიშვილის საქმე

ვანო მერაბიშვილთან სამოქალაქო სექტორის ექიმი შევიდა

0 კომენტარი
ვანო მერაბიშვილი დაკითხვაზე პროკურატურაში ფოტო: ალექსანდრე ისკანდაროვი

ე.წ. მატროსოვის ციხეში მყოფ ყოფილ პრემიერ-მინისტრ ვანო მერაბიშვილს სამოქალაქო სექტორის ექიმი გამოიკვლევს. როგორც  მერაბიშვილის ადვოკატმა გიორგი ჩივიაშვილმა ტაბულას განუცხადა, ოჯახის მიერ შერჩეული ექიმი მერაბიშვილთან ციხეში 13:00 საათზე, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სამედიცინო პერსონალთან ერთად შევიდა. მისი თქმით, დაცვის მხარე და ოჯახის წევრები გამოკვლევის შედეგებს ელოდებიან. 

"მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებიდან გამომდინარე, ჩვენ ვთხოვეთ სამინისტროს, მოეცათ სამოქალაქო სექტორის ექიმების შეყვანის საშუალება, ან ბრალდებული სამოქალაქო საავადმყოფოში გადაეყვანათ. სამწუხაროდ, მხოლოდ ერთი ექიმის შეყვანის უფლება მოგვცეს. ჩვენ გვინდოდა სხვადასხვა პროფილის ექიმების შერჩევა,  რადგან მას მრავალპროფილური გამოკვლევა სჭირდება. თუმცა, გვითხრეს, რომ სხვა სპეციალისტებს თავად შეარჩევდნენ. ეს საკმარისი არ არის, მაგრამ დავთანხმდით, რადგან მთავარი ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაა" - აღნიშნა ჩივიაშვილმა.

როგორც ცნობილია, ე.წ. მატროსოვის ციხეში მყოფ მერაბიშვილს გულთან დაკავშირებული პრობლემები აწუხებს. ადვოკატის ინფორმაციით, მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თავისუფლების ინსტიტუტის დოკუმენტური ფილმი "გავრილოვის ღამე", ნაწილი II - "დარბევა"

კომენტარები