ვანო მერაბიშვილის საქმე

გოსიევსკა: მერაბიშვილის დაკავებას წმინდა პოლიტიკური ხასიათი აქვს

www.gadu-gadu.pl

პოლონეთის პარლამენტის წევრი მალგორჟატა გოსიევსკა საქართველოს იუსტიციის მინისტრს, თეა წულუკიანსა და მთავარ პროკურორს, არჩილ კბილაშვილს, მიმართავს. ამის შესახებ ინფორმაცია ვანო მერაბიშვილის ფეისბუქის გვერდზე ვრცელდება.

წერილში პოლონელი დეპუტატი მერაბიშვილის მიმართ აღკვეთის მკაცრი ზომების გამოყენების გამო საქართველოს ხელისუფლებას აკრიტიკებს - იგულისხმება გარე სამყაროსგან სრული იზოლაცია და ოჯახთან კომუნიკაციის აკრძალვა. მაშინ, როდესაც მერაბიშვილს გამოძიებისგან მიმალვა არ უცდია და დაკითხვებზე ყოველთვის დროულად მიდიოდა.

გოსიევსკა აღნიშნულ ზომებს რეპრესიების და ფსიქოლოგიური წამების ფორმად აფასებს, რაც დაკავების წმინდა პოლიტიკურ ხასიათზე საუბრის საფუძველს იძლევა. 

პოლონელი დეპუტატი იმედოვნებს რომ ვანო მერაბიშვილის საქმეს გადახედავენ და მკაცრი და დემოკრატიული სტანდარტებისთვის შეუსაბამო ზომები შეიცვლება.

კომენტარები