სირიის კონფლიქტი

მაკკეინი: ობამას შეუძლია ხალხი დაარწმუნოს, რომ სამხედრო ოპერაცია აუცილებელია

რესპუბლიკელმა სენატორმა ჯონ მაკკეინმა სირიის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციასთან დაკავშირებით ამერიკულ საზოგადოებაში არსებულ აზრთა სხვადასხვაობაზე ისაუბრა. ფენიქსის მერიაში სენატორის მოქალაქეებთან შეხვედრისას, დამსწრეთა ნაწილმა სირიაში აშშ-ის დაგეგმილი სამხედრო ოპერაცია გააპოტესტა. ამის საპასუხოდ მაკკეინმა აღნიშნა, რომ ესმის ხალხის შეშფოთების, განსაკუთრებთ ერაყის ომის შემდეგ, მაგრამ სირიის კონფლიქტში ქიმიური იარაღის გამოყენების გამო სამხედრო ჩარევას აუცილებლად მიიჩნევს. მან აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები სირიაში სახმელეთო ოპერაციას და ჯარისკაცების გაგზავნას არ გეგმავს.

”ვფიქრობ, ნათელია, რომ ამერიკელი ხალხი ერაყის ომით არის ფრუსტრირებული და ეს მესმის. ვფიქრობ, ხალხი ძალიან უხალისოდ მიღებს ამერიკის შემდგომ მონაწილეობას რაიმე საბრძოლო მოქმედებებში. მიმაჩნია, რომ პრეზიდენტს შეუძლია გამოვიდეს და ხალხი დაარწმუნოს, რომ ეს აუცილებელია.” - ამბობს მაკკეინი.

შეგახსენებთ, რომ ამერიკის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა სირიაში შეზღუდული სამხედრო ინტერვენციის შესახებ ობამას გადაწყვეტილებაზე თანხმობა გასცა. თუმცა, ამის შესახებ მომავალ კვირას პლენარულ სხდომაზე კიდევ ერთხელ იმსჯელებენ. ბარაკ ობამამ და მისმა ადმინისტრაციამ სენატს სწრაფი მოქმედებისკენ მოუწოდეს.

კომენტარები