ბიძინა ივანიშვილის ვიზიტი ლატვიაში

ბიძინა ივანიშვილი ლატვიის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

facebook.com/OfficialBIDZINAIVANISHVILI

საქართველოს პრემიერმინისტრი, ბიძინა ივანიშვილი ლატვიის პარლამენტის თავმჯდომარეს სოლვიტა აბოლტინას შეხვდა. მხარეებმა პარლამენტთაშორისი ურთიერთობების გაღრმავების საკითხებზე იმსჯელეს. 

"მნიშვნელოვანია საპარლამენტო განზომილების გააქტიურება და საკანონმდებლო ორგანოებს შორის თანამშრომლობის მეტი შესაძლებლობების შეიქმნა. სწორედ ამ მიზანს ემსახურება საპარლამენტო დელეგაციების ვიზიტების გაცვლა", - აღნიშნა შეხვედრაზე ივანიშვილმა.

პრემიერმინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ  უახლოეს მომავალში ლატვიაში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის, ვიზიტიც იგეგმება.

ქართული დელეგაცია პრემიერმინისტრის ხელმძღვანელობით ლატვიას დღეს ეწვია. ორდღიანი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ბიძინა ივანიშვილის შეხვედრები ლატვიის პრემიერმინისტრსა და პრეზიდენტთან უკვე გაიმართა.

კომენტარები