პარლამენტი

პარლამენტის შენობაში ამ მომენტში გამნაღმველები მუშაობენ

General view of Georgia's new parliament building for country's newly elected parliament in Kutaisi
David Mdzinarishvili / REUTERS

შს სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, ნინო გიორგობიანის თქმით, ქუთაისში, საქართველოს პარლამენტის შენობაში ამ მომენტში გამნაღმველები მუშაობენ. პარლამენტის შენობაში ბომბის არსებობის შესახებ შეტყობინება დღეს საღამოს შევიდა.

"ჩვენ ვმოქმედებთ კანონის შესაბამისად და ამ წუთებში პარლამენტის შენობიდან პირთა ევაკუაცია მიმდინარეობს. ადგილზე უკვე გამნაღმველები იმყოფებიან, რომლებიც შესაბამის მოქმედებებს ჩაატარებენ. შედეგების შესახებ საზოგადოებას მოგვიანებით ეცნობება", - განმარტავს გიორგობიანი.

პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა აღნიშნული ინფორმაცია დეპუტატებს სესიის დასრულების შემდეგ აცნობა და შენობის დატოვება სთხოვა.

პარლამენტის შენობასთან ამ წუთებში იმერეთის სამხარეო პოლიციის უფროსიც იმყოფება.

კომენტარები