7 სექტემბერს, 18:00 სთ-ზე ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, პრეზიდენტობის კანდიდატად დარეგისტრირების მიზნით წარმოდგენილი განცხადებების მიღება დასრულდა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ცესკოს სულ 54-მა მსურველმა მომართა; აქედან 12 პოლიტიკური პარტიაა და 42 საინიციატივო ჯგუფი. მოცემული დროისთვის 6 საინიციატივო ჯგუფს უარი ეთქვა რეგისტრაციაზე. ოფიციალურად რეგისტრირებულია 5 პრეზიდენტობის კანდიდატი: მიხეილ სალუაშვილი, შალვა ნათელაშვილი, ნესტან კირთაძე, გიორგი მარგველაშვილი, გიორგი ლილუაშვილი.
"შეგახსენებთ, რომ საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისად, რეგისტრაციის გავლის მიზნით ყველა კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს არანაკლებ 26,530 მხარდამჭერის ხელმოწერა (ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 0,75%). 17 სექტემბერს მხარდამჭერთა ხელმოწერების წარდგენის ვადა იწურება. კანდიდატთა რეგისტრაციის პროცესი კი 27 სექტემბერს დასრულდება," - ნათქვამია ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში