მკვლელობა სოხუმში

სოხუმში რუსეთის საელჩოს მდივანი მოკლეს

travel-images.com

სოხუმში დღეს დილით რუსეთის საელჩოს პირველი მდივანი, ვიცეკონსული დმიტრი ვიშერნიოვი მოკლეს. სააგენტო რია ნოვოსტის ცნობით, ვიშერნიოვს მისი სახლის ავტოფარეხთან თავში ესროლეს.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში რუსეთის ელჩის სემიონ გრიგორიევის ინფორმაციით, თავდასხმისას დაიჭრა ვიშერნიოვის მეუღლეც, რომელსაც ოპერაცია გაუკეთდა. მისი განცხადებით, მკვლელობის მოტივზე საუბარი ნაადრევია და ყველაფერს გამოძიება აჩვენებს.

 

კომენტარები