პრემიერის ვიზიტი ესტონეთში

ესტონეთში ვიზიტად მყოფი ივანიშვილი პრემიერმინისტრს ანდრუს ანსიპს შეხვდა

facebook.com/OfficialBIDZINAIVANISHVILI

ესტონეთში ვიზიტად მყოფი საქართველოს პრემიერმინისტრი, ბიძინა ივანიშვილი, პრემიერმინისტრ ანდრუს ანსიპს შეხვდა. ივანიშვილის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრა გაფართოებული ფორმატით წარიმართა და მასზე დარგობრივი თანამშრომლობის მიმდინარე აქტუალური საკითხები განიხილეს. 

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ბაზრების სიმცირიდან გამომდინარე, ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური მაჩვენებლები საკმაოდ უმნიშვნელოა, თუმცა, სამთავრობო დონეზე არსებობს მზაობა ინვესტიციების წახალისებისა და ბიზნესურთიერთობების ხელშეწყობის განვითარებაზე, რაც სავაჭრო-ეკონომიკურ მაჩვენებლებზე დადებითად აისახება.

ბიძინა ივანიშვილმა კმაყოფილება გამოთქვა იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ ესტონეთში მისი პირველი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ხელი ეწერება "საქართველოსა და ესტონეთის რესპუბლიკას შორის ტურიზმის სფეროში ურთიერთდახმარების შეთანხმებას".

 

კომენტარები