მინარეთის დემონტაჟი ადიგენში

შემოსავლების სამსახურის უფროსი: ჭელას ინციდენტი ამოწურულია

0 კომენტარი

შემოსავლების სამსახურის უფროსის ლაშა ხუციშვილის განცხადებით, ადიგენის რაიონის სოფელ ჭელაში მომხდარი ინციდენტი ამოწურულია. როგორც მან ჟურნალისტებს უთხრა, ამ საკითხთან დაკავშირებით განმარტებები საკმარისად გაკეთდა და ტვირთი მეპატრონეს დაუბრუნდა. 

"კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხი ჯერჯერობით არ დამდგარა, საბაჟო ახორციელებს იმ პროცედურებს, რაც დადგენილია კანონმდებლობით", - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა. 

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა 29 აგვისტოს განცხადება გაავრცელა, რომელშიც ჭელას მინარეთის დემონტაჟის მიზეზები განმარტა. განცხადების მიხედვით, ჩატარებულმა ექსპერტიზამ განბაჟებისას დაშვებული რიგი დარღვევები გამოავლინა. 

სოფელ ჭელაში მინარეთი 26 აგვისტოს მოხსნეს. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ცოლის ცემისთვის თბილისში 34 წლის კაცი დააკავეს

კომენტარები