2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ფინეთის ნაკრებთან ანგარიშით 0:1 წააგო

საქართველოს ნაკრები
gff.ge

2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ფინეთის ნაკრებთან ანგარიშით 0:1 დამარცხდა.

მატჩის განმავლობაში გოლი 74 -ე წუთზე რომან ერემენკომ თერთმეტმეტრიანი დარტყმით გაიტანა. რამდენიმე წუთის შემდეგ ყვითელი ბარათის გამო საქართველოს ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა მატჩის მთავარმა მსაჯმა მოედნიდან გააძევა.

თემურ ქეცბაიას გუნდი ესპანეთის წინააღმდეგ შემდეგ შეხვედრას სტუმრად გამართავს. დღევანდელ მატჩში გამარჯვების შემთხვევაში საქართველოს ნაკრებს ჰქონდა შანსი, ესპანეთისა და საფრანგეთის შემდეგ ჯგუფში მესამე ადგილი დაეკავებინა, თუმცა დღევანდელი მარცხის შემდეგ საქართველოს ნაკრებს ეს შანსი წაერთვა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრებმა ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე, შინ ბოლო შეხვედრა გამართა.

 

კომენტარები