ვანო მერაბიშვილის საქმე

ვანო მერაბიშვილი დღევანდელ წინასასამართლო სხდომას დაესწრება

Vano Merabishvili appearing before the prosecutor’s office for interrogation.
Alexander Iskandarov

ყოფილი პრემიერი ვანო მერაბიშვილი დღევანდელ წინასამართლო სხდომას დაესწრება. მერაბიშვილის ადვოკატის გიორგი ჩივიაშვილის განცხადებით, ამის სურვილი ნაციონალური მოძრაობის გენერალურმა მდივანმა თავად გამოთქვა.

"მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ეს საეჭვო იყო, თუმცა გუშინ მითხრა, რომ სხდომაზე დასწრებას შეძლებს", -აღნიშნა ჩივიაშვილმა.

დღევანდელ წინასასამართლო სხდომაზე ბრალდებისა და დაცვის მხარეები მტკიცებულებათა ნუსხას წარადგენენ. ასევე, შუამდგომლობებს დააყენებენ.

ვანო მერაბიშვილისა და ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის ზურაბ ჭიაბერაშვილის სასამართლო პროცესი ქუთაისის საქალაქო სასამართლოში, 12:00 საათზე დაიწყება. მათი საქმე დასაქმების პროგრამას უკავშირდება. 

ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ჭიაბერაშვილი 22 მაისს დააკავეს, თუმცა ჭიაბერაშვილი გირაოთი გაათავისუფლეს. გამოძიება მერაბიშვილსა და ჭიაბერაშვილს სისხლის სამართლის კოდექსის 1641, 182-ე მუხლის მესამე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით და 332-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში ადანაშაულებს. მათ ბრალი ედებათ მოსყიდვაში, გაფლანგვასა და უფლებამოსილების გადამეტებაში.

კომენტარები