რუსთავი2

რუსთავი 2–ში გამნაღმველები მუშაობენ

რუსთავი 2

ტელეკომპანია რუსთავი 2-ში გამნაღმველები მუშაობენ. თანამშრომლები ეზოში არიან შეკრებილები. არხის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას ინფორმაციით, დღეს დილით განხორციელდა სატელეფონო ზარი, რომელიც ტელეკომპანიაში ბომბის არსებობის შესახებ იტყობინებოდა.

შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის ნინო გიორგობიანის ცნობით კი, ინფორმაცია რუსთავი 2-ში ასაფეთქებელი მოწყობილობის შესაძლო არსებობის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურ 112-ში შევიდა.

ტელეკომპანიის ეთერი გათიშული არ არის.

კომენტარები