საზოგადოებრივი მაუწყებელი

მაუწყებლის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე კონკურსი გამოცხადდა

პირველი არხი

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად კონკურსი გამოცხადდა. გადაწყვეტილება დღევანდელ სხდომაზე მაუწყებლის სამურვეო საბჭომ მიიღო. საბჭოს თავმჯდომარის ემზარ გოგოუაძის განმარტებით, კონკურსანტებს განცხადებების წარსადგენად 30 დღის ვადა აქვთ. მისივე თქმით, განსახილველი ვადაც 30 დღეს შეადგენს.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ არხის გენერალურ დირექტორს გიორგი ბარათაშვილს უნდობლობა 6 სექტემბერს, უკვე მეორედ გამოუცხადა. საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის მოვალეობას ბარათაშვილის მოადგილე თამაზ ტყემალაძე შეასრულებს. საბჭოს წევრის გიორგი მელაძის განმარტებით, ბოლო 3 თვეა უშედეგოდ ცდილობენ მენეჯმენტისგან გაიგონ სამომავლო გეგმები ფინანსურ და პროგრამულ საკითხებთან დაკავშირებით. მისი თქმით, ამ პერიოდის განმავლობაში ვერ მოხერხდა ნორმალური სამუშაო ვითარების შექმნა. 

კომენტარები