ქრთამის აღება მესტიაში

ქრთამის აღების ფაქტზე მესტიის გამგებლის მოადგილე დააკავეს

mestia.ge

სამართალდამცავებმა მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ალექსანდრე ხერგიანი დააკავეს. საქმე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტს ეხება.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, სახელმწიფო დაფინანსებით 23 მილიონი ლარის ღირებულების სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობისას, არსებული ხარვეზების მიუხედავად, დოკუმენტებში სამუშაოს შესრულებულად დაფიქსირების სანაცვლოდ, ხერგიანმა მეწარმისგან ქრთამის სახით, 300 000 ლარი აიღო.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების აღკვეთას 11-დან 15 წლამდე ვადით ითვალისწინებს.

კომენტარები