27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნები

თინათინ ბოკუჩავა: ხელისუფლება ძალადობის ავტორებს ხელს აფარებს

primetimenews.ge

საპარლამენტო უმცირესობის წევრის თინათინ ბოკუჩავას განცხადებით, ნაციონალური მოძრაობის საპრეზიდენტო კანდიდატის დავით ბაქრაძის შეხვედრებზე პროვოკაციები სისტემატურად ხდება. ბოკუჩავას თქმით, ამაზე უწყებათაშორისი კომისია არ რეაგირებს. როგორც დეპუტატმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, ხელისუფლება ძალადობის ავტორებს ხელს აფარებს.

„ხელისუფლების ყველა წარმომადგენელი ცდილობს, რომ ამ ძალადობის ავტორებს ხელი დააფაროს, მათ შორის, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანიც, რომლის მანდატიც თავისუფალი არჩევნების ჩატარების უზრუნველყოფაა. მათი პასუხი მუდმივად არის ის, რომ ადამიანები  უბრალოდ თავის აზრს გამოხატავენ, რაშიც ისინი ხელს ვერ შეუშლიან. ისინი ამბობენ, რომ აქ პარტია და შესაბამისად, ხელისუფლება არაფერ შუაში არ არის“, – აღნიშნა თინათინ ბოკუჩავამ.

კომენტარები