კალათბურთის ფედერაცია

ლევან ყიფიანმა ბესიკ ლიპარტელიანის ბრალდებებს უპასუხა

ლევან ყიფიანი
msy.gov.ge

ლევან ყიფიანმა, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინსიტროში ჟურნალისტების თანდასწრებით, კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ბესიკ ლიპარტელიანის მიერ მის მიმართ წაყენებულ ბრალდებებს უპასუხა.

"მე მოვითხოვ, ყველა ამ წარმოთქმული ბრალდებაზე წარმოადგინონ პირდაპირი დასაბუთება. ეს არის ჩემი პირადი ინტერესი, ამაში აუცილებლად ჩავერევი და ბოლომდე მივყვები. თუ სად, ვისთან ვილაპარაკე, ვინ მოვხსენი, ვინ არის ჩემი კლასელი, ვინ არის ჩემი ნათესავი, რომელიც ამ მიმართულებით მუშაობს - ყველა ეს თემა მინდა იყოს ნათელი. ყველა ამ ბრალდებაზე მინდა ის ადამიანები რიგში დაეწყონ, გასცენ პასუხი და წარმოუდგინონ საზოგადოებას," - განაცხადა ლევან ყიფიანმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს, კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ბესიკ ლიპარტელიანმა, ლევან ყიფიანი ფედერაციისა და ნაკრების დისკრედიტაციის მცდელობაში დაადანაშაულა. ლიპარტელიანის თქმით, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრს პირადი ინტერესები ამოძრავებს და კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტად, თავისი მეგობრის მიშა ახვლედიანის მოსვლითაა დაინტერესებული.

კომენტარები