რელიგიის თავისუფლება

სოფელ ჭელას მუსლიმი თემი განცხადებას ავრცელებს

სოფელი ჭელა
ალექსანდრე ისკანდაროვი / ტაბულა

სოფელ ჭელის მუსლიმი მოსახლეობა "დემოკრატიული საზოგადეობისადმი" მიმართვას ავრცელებს, სადაც დეტალურად არის მოთხრობილი მინარეთის დადგმისა და აღების ამბავი. მუსლიმების თქმით, ამ განცხადებით მათ სურთ ქართულ საზოგადოებას სიმართლე შეატყობინონ. მუსლიმი თემის განცხადებას ტაბულა უცვლელად გთავაზობთ:

"მოგესალმებით პატივცემულო საზოგადეობავ! სოფ.ჭელის მუსლიმი მოსახლეობის სახელით ჭელის მეჩეთის ირგვლივ განვითარებული მოვლენებთან დაკავშირებით აუცილებლად ჩავთვალეთ მოგვემართა საზოგადეობისათვის. მეჩეთისა სადაც ამ ბოლო დროს გახმაურებული მოვლენების ყურადღების ცენტრში იყო. მიუხედავად იმისა, რომ ქართულ ტელევიზიებს მივეცით უამრავი ინტერვიუები დღეს ჩვენმა საზოგადეობამ მაინც ვერ გაიგო სიმართლე იმიტომ, რომ ვიღაცის ბრძანებით აქაც არ გაუშვეს ის რაც არ აწყობდათ ესეც ჩვენი ცხოვრების რეალობაა. ამისათვის ჩვენ დიდი ყურადღება არ დაგვითმია, რადგან ეს ამბავი ახალი არ არის დემოკრატიულ საზოგადეობისათვის და ყველა მიჩვეული ვართ ტელევიზიების დამოკიდებულობას რელიგიური უმცირესობის მიმართ თუ გავითვალისწინებთ, რომ მათ მკაცრ დირექტივებს აძლევენ. ასეთია საქართველო. ჩვენი და აქ მაცხოვრებელი მუსლიმი მრევლის (1500 კომლის) მეგობრების უმთავრესი მოლოდინი პრემიერისკენ იყო მიმართული, რომელმაც პირობა დადო საერთაშორისო საზოგადეობის წინაშე, როცა თქვა „ მე ისეთ დემოკრატიულ სახელმწიფოს ავაშენებ, რომ ევროპასაც გავაოცებოო".
ბოლოს და ბოლოს ძალიან დაგვიანებით, მაგრამ გააკეთა კომენტარი ბატონმა პრემიერმა(და ევროპა მართლაც გააოცა, მაგრამ არაა მის მიერ დაპირებული დემოკრატიით!!) და მისი სიტყვები ცივი შხაპივით გადაგვევლო, როგორც ქართველ მუსლიმებს ასევე საერთაშორისო დემოკრატიულ საზოგადეობას. ბატონმა პრემიერმა განაცხად, რომ ( მინარა აშენდა ღამით ერთ საათში და თანაც ჩუმადო). გარდა ამისა უკანონოდ აშენდა, რადგან საბაჟოზეც კანონდარღვევით შემოიტანესო.

ამასთან დაკავშირებით მინდა პრემიერსაც და საზოგადეობასაც გვინდა ავუხსნათ თუ როგორ მოხდა ( მინარა) საქართველოში, რომელიც შემდეგ მთელი სახელმწიფო სტრუქტურების ბრძოლის საგანი გახდა.

ადგილობრვი მუსლიმების სურვილითა და ინიციატივით ფული მინარის აშენებისათვის კარგა ხანია გროვდებოდა, ხოლო ამ საქმეში მონაწილეობა ყველა დაინტერესებულ ქველმოქმედ ადამიანს შეეძლო. საჭირო თანხის შეგროვების მერე თურქეთის რესპუბლიკაში კერძო კომპანისაგან შევიძინეთ თანამედროვე ტექნოლოლოგიებით დამზადებული მინარეთი რომელიც რკინის კონსტრუქციას წაარმოადგენს და გარედან ეკვრის სპეციალური პლასტიკატი. აღნიშნული კომპანია, იმიტომ შეირჩა, რომ ღირდა იაფი და აშენებაც ნაკლებ ხარჯებთან არის დაკავშირებული, ხოლო თურქეთი იმიტომ, რომ საქართველოში ასეთი რამ უბრალოდ არ არსებობს. 2013 წლის 15 ივლისს მოხდა განბაჟება წესისა და რიგის მიხედვით. განბაჟების დროს ჩვენი წარმომადგენლის ჯამბულ აბულაძის მიერ წარდგენილ დოკუმენტაციაზე სადაც მითითებული იყო რკინის კონსტრუქცია მინარეთი თავისი მონაცემებით: წონა, ღირებულება შემადგენლობა და ა.შ. მებაჟის მითითებით შევასრულეთ ყველა ის მოთხოვნა, რომელიც კანონი გვავალდებულებდა და ბოლოს სახელმწიფოს ბიუჯეტში გადავიხადეთ 3175 ლარი. განბაჟების დროს ჯამბულ აბულაძესთან ერთად ერთად იმყოფებოდნენ ჩვენი მეჩეთის თავჯდომარე ოთარი მარკოიძე სამცხე ჯავახეთის მუფთი მამუკა ვაშაყმაძე და სახვა წევრები რომელთა თვალწინ მოხდა მინარეს განბაჟება. იმავე დღეს ჩამოვიტანეთ მინარა სოფ. ჭელაში. მეორე დღეს დაიწყო მინარის კონსტრუქციის აწყობა. შესაბამისად მომზადდა საძირკველი 2,5 მეტრი სიღრმისა და 3 მეტრი სიფართის მოცულობით. მესამე დღეს ჩამოტანიდან მოხდა კონსტრუქციის პირველი ნაწილის ანუ საძირკველში მისი რკინა ბეტონით გამაგრება სადც მთელი დღის განმავლობაში ფიზიკურად მუშაობდა დაახლოებით 50 ადამიანი ( ადგილობრვი მუსლიმი მრავლი). პარალელურად მეჩეთის ეზოში მიმდინარეობდა მინარის დანარჩენი კონსტრუქციაზე პლასტიკატის შემოკვრა. მეოთხე დღესაც მინარეთის გუმბათი დამზადდა. მეხუთე დღეს დაახლოებით დილის 10 საათიდან 12 საათამდე მოხდა მინარის დანარჩენი ნაწილის სრულად აღმართვა სპეციალური ამწეს მეშვეობით.

მინარეთის აღმართვიდან 30 წუთში ჯამბულ აბულაძეს (რომელიც შემდეგ ყვება)დაურეკეს უცნობმა ადამიანებმა, რომლებმაც თავი გააცნეს პოლიციელებად მოითხოვეს სასწრაფოდ გასულიყო გზაზე სადაც დახვდებოდნენ აქვე დასძინეს თქვენი უფროსიც მოიყვანეთო (მუფთი). მე (ყვება ჯამბულ აბულაძე) დავურეკა მამუკა ვაშაყმაძეს და დაახლოებით 40 წუთში ჩავედი ცენტრალურ გზაზე სადაც დამხვდა უშიშროების თანამშრომელი, რომელიც ითხოვდა მშენებლობა შეაჩერეთო მე გავიყვანე მეჩეთთან და ავუხსენი მინარა უკვე დადგმული იყო და შესაბამისად სამუშაოებიც აღარ მიმდინარეობდა. ცოტა ხანშიც მოვიდა მამუკა ვაშაყმაძეც და ორივე ერთად ცალკ ცალკე წაგვიყვანეს საამართველოში თუ რისთვის გვითხრეს ჩამოხვალთ და გაიგებთო.
საამართველოს უფროსის კაბინეტში ცალკ– ცალკე გვესაუბრა რომელიც მეუბნებოდა როგორ ავაშენთ, ფული სად ვიშოვნეთ, ვისი ბრძანება შევასრულეთ, საპატრიარქოს რატომ არ შევუთანხმეთ, თქვენ თურქეთის აგენტებოო და ა. შ. მოკლედ ეს უკანონოა და სასწრაფოდ უნდა დაშალოთო. 3–4 საათი ვიყავთ საამართველოში სადაც აღელვებული ხალი ჩამოვიდა ( რომლებსაც უკვე გაიგეს ჩვენი პოლიციის საამართველოში წაყვანა) რის შემდეგადაც გამოგვიშვეს. ამ შემთხვევიდან მეორე დღეს დაიბარეს ყველა სასულიერო მუსლიმი პირი ადიგენის გამგეობაში რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზურაბ ჩილინგარაშვილმა. შეხვედრა შდგა– ჩვენს მუსლიმ წინამძღვრებთან ერთად იყვნენ მრევლის წარმომადგენლებიც.

გამგეობის შენობის დარბაზში იმყოფებოდნენ: გამგეობის აპარატი სრული შემადგენლობით რაიონის პოლიციის წარმომადგენლები, სამცხე ჯავახეთის სამხარეო პოლიციის მაღალჩინოსნები, ახალციხის უშიშროების ხელმძღვანელები, კონტდაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელები მოკლედ მთელი სახელმწიფო აპარატის წარმომადგენლები. საუბარი დაიწყო მაჟორიტარმა დეპუტატმა ზურაბ ჩილინგარაშვილმა, რომელმაც გვითხრა, რომ ლოცვას არავინ გვიშლიდა, მაგრამ მინარეთი არ უნდა დაგვედგა. საუბრის დროს ყველა იყო აგრესიულად განწყობილი ჩვენს მიმართ გვიყვიროდნენ და ა. შ. ნათლად გამოჩნდა, რომ ეს ხალხი წარმოადგენდა კონკრეტულ მხარეს ( ამ შემ,თხვევაში საპატრიარქოს დავალებას ასრულებდნენ) ხოლო ჩვენს შეხვედრას საქმესთან არანაირი კავშირი არ ქონდა და მიზნად ჩვენს შეშინებას ისახვდა. გარკვეული ადამიანების მიმართ იყო ფიზიკური დაპირისპირების მცდელობაც ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლობიდან. ( დაინტერესებულ პირებს დეტალებში მოუყვებიან ის ადამიანები, რომლებსაც უშუალოდ შეურაცყოფა მიაყენეს).

შემდგომი დღეების განმავლობაში სოფლებში: აფიეთი, ზედუბანი, გორთუბანი, ნამნიაური, დერცელი, კეხოვანი, ჭეჭლა, ჭელა და საირმეში მიმდინარეობდა უშიშროების სამსახურების არაფორმალური ეგრეთ წოდებული სადამსჯელო რეიდები. ამ სოფლებში კონკრეტულ ადამიანებზე ახორციელებდნენ ზეწოლებს, აშინებდნენ და ემუქრებოდნე სხვადსხვა მეთოდებით. ეუბნებოდნენ, რომ ოღონდ მაქედან მოხსენით ეს მინარა და სხვა მიყრუებულ სოფელში დადგითო იქ არავინ არაფერს გეტყვითო. ( აქაც დაინტერესებულ პირებს მიაწვდიან ინფორმაციას ის ადამიანები, რომლებზედაც ხორციელდებოდა ფსიქოლოგიური ზეწოლა).

ამითაც, რომ ვერაფერს მიაღწიენ შემდეგ დაიწყეს ეგრეთ წოდებული სამართლებრივი დევნა მინარეთის ირგვლივ. კერძოდ მე ჯამბულ აბულაძეს ანუ ვის სახელზეც შემოვიდა მინარეთი მოუვიდა შეტყობინება შემოსავლების სამსახურიდა.. (სადაც აღნიშნული იყო შემდეგი: „ ბატ. ჯამბულ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტი გეგმავს თქვენს მიერ გაფორმებული საქონლის გაშვების შემდგომი გასვლითი შემოწმების ჩატარება" სადაც აგრეთვე მითითებული იყო: „თქვენი საქმე გადაეცა საბაჟო დეპარტამენტის საქონლის გაშვების შემდგომი შემოწმების საამართველოსს უფროს აუდიტორს მიხეილ ბერიძეს და აუდიტორს გიორგი უზნაძეს, რომლებიც დაგეკონტაქტებიან, რათა დაინიშნოს პირველი შეხვედრისათვის მოხერხებული დრო". ეს შეტყიბინება მოვიდა 8 აგვისტოს ჩვენ ველოდებოდით, რომ ჯამბულს შეემეხმიანებოდნენ და დაინიშნებოდა პირველი შეხვედრა რაც ძალიან გვაინტერესებდა ყველას, მაგრამ გადიოდა დღეები და მას არავინ არ დაკავშირებია ამ თემაზე.შემდეგ 20 აგვისტოს მოვიდა ბრძანება, შემოსავლების სამსახურიდან (რომელიც ჯამბულის მეუღლეს ჩააბარეს რადგან იგი ადგილზე არ იმყოფებოდა) სადაც მითითებული იყო:

  1. ჩატარდეს გასვლითი შემოწმება ანუ როგორც პირველ შემთხვევაში ზემოთ მიტიტებულ ფორმატით.
  2. შემოწმების ვადა განისაზღვროს 2013 წლის 21 აგვისტოდან 2013 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით.
  3. შემოწმების ჩატარებადაევალოს მიხეილ ბერიძესა და გიორგი უზნაძეს და ა. შ
  4. კონტროლი დაევალოს დავით ბარამიძეს და ა. შ.
  5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მისი ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში–წერილობითი ან ელქტრონული ფორმით. აგრეთვე თბილისი საქალაქო სასამართლოში. ჩვენ რაღა თქმა უნდა ვგეგმავდით ჯამბულთან ერთად, რომლის სახელზეც იყო შემოტანილი მინარეთი კანონის ფარგლებში გვემოქმედა და არც არავისათვის შეგვიშლია ხელი შეემოწმებინათ რაც უნდოდათ და როგორც უნდოდათ, მაგრამ როგორც შემდგომ განვითარებულმა მოვლენებმა ცხადყო ( ანუ მათ მხოლოდ მინარეთის მოჭრა აინტერესებდათ და არა კანონის შესრულებით იყვნენ დაკავებული)

ამის მერე 26 აგვისტოს 50 კომლიან მოსახლეობას ვერაგულად, სადისტურად, ვანდალურად დაესხა სახელმწიფო. სადაც მონაწილეობას ღებულობდა საქართველოს შეიარაღებული ძალების 2 ერთეული ვერტფრენი. დაახლოებით 50–მდე ერთეული სხვადასხვა სპეციალური პოლიციური დანიშნულების პიკაპი და რამდენი პოლიციელი იყო დათვალა შეუძლებელი იყო, რადგან მეჩეთი ერთი კილომეტრის რადიუსში ალყაში ქონდათ მოქცეული და გადაკეტილი იყო ყველა სოფლებისაკენ მიმავალი გზები. ამ ოპერაციაში აგრეთვე მონაწილეობდა ეგრეთ წოდებული სპეციალური დანიშნულები რაზმებიც. მოკლედ ჩვენ ასეთი ოპერაციები მხოლოდ ტელევიზიით გვენახა. დაახლოებით ლაფანყურის ოპერაციას მოგაგონებდათ.

ადამიანებს ართვამდნენ მობილურ ტელეფონებს. ადგილობრივი მაცხოვრებლების გარკვეულმა ჯგუფმა (15–20 კაციანი მეჩეთიდან 500 მეტრის მოშორებით სოფელში გადასასვლელ ხიდთან რადგან აქ ქონდათ ჩაკეტილი გზა. სწორედ პოლიციის აქ მდგარი ჯგუფი იქცეოდ აგრესიულად და სწორედ აქ მოხდა მშვიდობიანი მოქალაქეების ცემაც და დაჭერაც) რომლებიც შიშველი ხელებით მივიდნენ პოლიციის წარმომადგენლებთან და ითხოვდნენ ერთ რამეს ეჩვენებინათ თუ ვისი ბრძანებით და რა მოტივით იღებდნენ რელიგიურ სიწმინდეს. ამ მოთხოვნაზე წამოვიდა ზიზღი და აგრესია პოლიციელების მხრიდან. აგინებდნენ ყველას ვინც იქ ახლოს იმყოფებოდა ( შეგახსენებთ, რომ ეს შეხლა შემოხლა მეჩეთიდან 500 მეტრის მოშორებით ხდებოდა). შემდეგ მიზან მიმართულად დაიწყეს ცალკეულად პიროვნებების შიგნით წრეში ძალად შეგდება სადაც ფიზიკურად ვერაგულად, როგორც ფაშისტები იქცეოდნე საკოცენტარაციო ბანაკებში ისე უსწორდებოდნენ. მიწაზე აწვენდნენ, ახოხვებდნენ და ფეხებს ურტყამდნენ თან იგინებოდნენ, თან ეს ისეთი ცინიკური ფორმით ხდებოდა, რომ ბავრი მათგანი სიმწარისაგან ტიროდა კიდეც. როდესაც მინარეთი გაიტანეს ადიგენის პოლიციის უფროსმა, რომელიც წარსულში საქონლის ქურდებთან და ყაჩაღებთან თანამშრომლობაში იყო შემჩნეული მოუტრიალდა ხალხს ხელი ამოიკოტავა და შეაგინა თან დასძინა თქვენ !!!!! ამას მოიტანთო. ადგილზე დააკავეს თითქმის ყველა ვინც იმყოფებოდა 22 კაცი. ( შემდეგ ამ ხალხს პოლიციელებზე წინააღმდეგობისათვის გაწევის ბრალდებით აღარ უშვებდნე).
ასაეთი ვანდალური ფაქტის შემდეგ შეიკრიბა ადგილობრივი მუსლიმი მოსახლეობა და გაემართა ახალციხეში საამართველოსკენ. საამართველოს ეზოშიც მოხდა დაპირისპირება პოლიციასა და მოსახლეობას შორის აქაც რამოდენიმე ადამიანი დააკავეს. მოსახლეობის მოთხოვნა იყო სასწრაფოდ გამოეშვათ უდანაშაულოდ დაჭერილი ადამიანები და მინარეთი დაებრუნებინათ თავის ადგილას. შემდეგ დაჭერილი ადამიანები ყვებიან, რომ მანამ არ გამოუშვეს სანამ არ მოწესრიგეს სისხლიანი ხელ პირი არ დააბანინეს. ზოგ მათგანს ტანსაცმელიც სულ დახეული ქონდათ რადგან ჩასვლამდე პოლიციელები ცემდნენ. აგრეთვე აგინებდნენ იმ ჟურნალისტებს ვინც პირველად გააშუქა და ამხილა სადისტები.

იმ დრეს ყველა გამოუშვეს 9 კაცის გარდა, რომლებზეც დაიწყეს ე. წ. საქმის შეკერვა. საზოგადეობა არ იშლებოდა ღამეც იქ გაათიეს. მეორე დღეს გამოუშვეს 6 ადამიანიც, ხოლო 3 პიროვნებაც სისხლის სამართალზე წარადგინეს. დღის ბოლოს კი ის 3 პიროვნებაც 2000 ლარიანი გირაოთი გამოუშვეს.

შემდეგ აქცია გაგრძელდა ბათუმში და აქაც ისე გაშუქდა ტელევიზიებში, როგორც ჩვეულებრივ საქართველოში ხდება ხოლმე. ( ბათუმის აქციის პარალელურად ახალციხეში გამოიყვანეს ხალხი, რომელსაც ახალციხის საკრებულოს თავჯდომარე ხელმძღვანელობდა საპატრიარქოსთან ერთად, რომლებიც მინარეთის უკან დაბრუნებას აპროტესდებდნენ. აქციის ერთ–ერთი მონაწილე ყვებოდა ტელევიზიით, რომ ესენი მალე მამულსაც წაგვართმევენო. ალბათ ყველაფერი ნათელია თუ სად და ვინ მიაქანებს უფსკრულში ქვეყანას) ასევე მათ გადაკეტეს ახალციხის ცენტრალური საავტომობილო მაგისტრალი, მაშინ როცა ჩვენ ახალციხის საამართველოსთან დგომის უფლებასაც გვიშლიდნენ).

ბათუმში გამართული აქციების შედეგად არასამთავრობების მხარდაჭერამ, საერთაშორისო საზოგადეობის მხარდაჭერამ, მოგვცა ის, რომ მინარეთი დააბრუნეს სოფლის მახლობლად დაასაწყობეს და დღეს დღეობით 2 პოლიციელი იცავს. ეს რაღა თქმა უნდა შერცხვენილი და განადგურებული მუსლიმენბისათვის (შერცხვენილი საქართველოსათვის) ვერაფერი შეღავათია, მაგრამ ჩვენ, როგორც განვითარებულ საზოგადეობას შეეფერება ყველა მშვიდობიან მეთოდს გამოვიყენებთ მისი დანიშნულების ადგილას სანამ არ დაბრუნდება.

და ბოლოს პატივცემულო საზოგადეობავ ეს წერილი მომზადდა იმიტომ, რომ განვითარებულმა დემოკრატიულმა საზოგადეობამ გაიგოს თუ არ მოხდა სინამდვილეშ სოფ. ჭელაში და არა იმიტომ ვიღაცას თავი შევაცოდოთ ან მთავრობის სამართლიანობის იმედი აქვს ვინმეს. ( ან როგორ გვექნება, როცა იუსტიციის მინისტრი, პრემიერ მინისტრიც მხარეს წარმოადგენენ), ხოლო ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავჯდომარე პარლამენტში ეკა ბესელია საერთოდ არც კი დაინტერესებულა თუ რა მოხდა სინამდვილეში. როგორო ადამიანის უფლებების დამცველია ეს საზოგადეობამ განსაჯოს. სპეცოპერაციის შემდეგ არავინ მოსულა და დაინტერესებულა სახელმწიფოს მხრიდან თუ რა მოხდა სინამდვილეში. გარდა არსამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისა, რომლებიც ცდილობენ დახმარება გაგვიწიონ და როგორმე ჩვენი უფლებები დაიცვან. სახალხო დამცველიც დუმს შემოიფარგლა პატარა კომენტარით. (ამ მოვლენებმა ნათლად გამოაჩინა სახელმწიფო სტრუქტურების ჩამოშლა). დიახ ხაზგასმით გვინდა ავღნიშნოთ: იუსტიციის მინისტრის წულუკიანის განცხადება და პრემიერის განცხადება სამწუხარო ანალიზს იძლევა. აქ ნათლად ჩანს, რომ ყველაფერი რაც მოხდა კარგად იცოდნენ, მაგრამ ყველაზე გულსატკენი ის ტყუილებია რასაც იუსტიციის მინისტრი და პრემიერც ერთხმად აცხადებენ ტყუილს...მინარეთი ერთ ღამეში და ჩუმად დაიდგაო.ესაა ყველაზე დიდი სირცხვილი ჩვენი ქვეყნის მართველებისაგან. ესაა მიზანმიმართული დისკრიმინაცია ქართველი მუსლიმების წინააღმდეგ. თუ რატომ ექცევა ასე სახელმწიფო თავის მოქალაქეებს ქართველ მუსლიმებს, თუ რატომ არ ვართ ჩვენ ამ ქვეყნის სრულიფლებიანი მოქალაქეები თუ რატომ გვაფურთხებენ ყოველთვის სულში ეს იმ საზოგადეობისათვის მიგვინდვია ვინც გვამართლებს, მაგრამ ჩვენს გვერდით დგომას მაინც არ კადრულობს. ჩენ კი კარგად ვიცით ჩვენი დანაშაული ეს დანაშაული კი ჩვენი სარწმუნოებაა, (ისლამი) რომელსაც ვაღიარებთ და რომელიც ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. (აქაც, როგორც ჩანს სახელმწიფოს მორწმუნე ადამიანები არ უნდა. მათ როგორც ჩანს ისეთი საზოგადეობა სურთ სდაც ქურდობას, ძარცვას, ნარკომანიას ასწავლიან და რწმენასთან და სიყვარულთან არანაირი შეხაბა არ აქვთ). მიუხედავად ამისა ჩვენ მაინც გავაგრძელბთ რწმენით ცხოვრებას მუდამ ვასწავლით ღმერთის სიყვარულს, ადამიანების.. ერთმანეთის სიყვარულს, მეზობლისადმი პატივისცემას,სამშობლოსადმი სიყვარულს. დიახ ჩვენ არ დავეცემით მათთსავით რადგან ისლამიი გვასწავლის სულით დაცემულს შველა ჭირდება და არა ფეხის დაბიჯება).

მერე რა რომ ჩვენ შიშველი ხელებით ვიყავით მისული და გვცემეს. მერ რა რომ მიწაზე ახოხეს პატივცემული მასწავლებელი, თავისი მოსწავლეების თვალწინ იმიტომ, რომ ასე სურდათ რადგან ძალა მათ ხელში იყო. მერე რა, რომ ყველას გვაგინეს, იმიტომ, რომ მუსლიმები ვართ. ჩვენ მაინც ამაყი ვართ რადგან ჩვენ ჩვენს სამშობლოსა და ჩენს რწმენას ვიცავდით. ჩვენს ახალ ფერხადგმულ დემოკრატიას ვიცავდით შიშველი ხელებით.

მიხედავად ყველაფრისა რაც მოხდა. მიხედავად იმისა, რომ გვცემეს, გვაგინეს ჩვენი სალოცავი შეურცყვეს, მიუხედავად იმისა, რომ ქართველმუსლიმი წინამძღვრებისათვის დახურულია ყველა ტელევიზზის კარი. ჩვენ მაინც ქართველები ვართ (მაგრამ არა ისეთი ქართველები, რომლებიც თავის მოქალაქეება და ძმებს გინებითა და იარაღით ემუქრებიან) რადგან სხვა სამშობლო საქართველოს გარდა უბრალოდ არ გაგვაჩნია. ჩვენ ყოველთვის დავრჩებით ყვეყნის იმ მოქალაქებად, რომლებისთვისაც სამშობლო, რწმენა და თავისუფლება მათი განუყოფელი ნაწილ;ი იქნება და თუ ვინმეს სურვილი გაგიჩნდათ ჩვენთან სიახლოვისა შემოგვიერთდით რათა ერთად შევიდეთ ცივილიზირებული სამყაროს წიაღში.

სამწუხაროდ ჩვენს დღევანდელ სამოქალაქო საზოგადეობის უმრავლესობას არ აქვს პსუხი, თუ რატომ იყო დავით აღმაშენებელი ჩვენზე 10 საუკუნით წინ. ვერ მოვახერხეთ წინ წასვლა, როგორც ჩანს დავითამდე ჯერ კიდევ დიდი მანძილი გვაქვს გასავლელი.

და ბოლოს გვინდა დიდი მადლობა გადავუხადოთ არასამთავრობო ორგანიზაციებს, საერთაშორისო საზოგადეობას, ბაპტისტურ ევანგელისტურ ეკლსიის წინამძღვრებს, სამოქალაქო დემოკრატიულ საზოგადეობას მხარდაჭერისათვის და თანადგომისათვის სიმართლის გვერდით. ( ველოდებით საქართველოს პარლამენტისა და ბატონო დავით უსუფაშვილის რეაქციას მომხდართან დაკავშირებით)
პატივისცემით ჭელის მუსლიმი მრევლის სახელით." - ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები