ტელეკომპანია რუსთავი 2

ტელეკომპანია რუსთავი 2 კვლავ ევაკუირებულია

რუსთავი 2

112-ზე კიდევ ერთხელ დარეკეს ტელეკომპანია რუსთავი 2-ის შენობაში ბომბის არსებობის შეტყობინებით. ტელეკომპანიაში ევაკუაცია უკვე დასრულდა და შენობაში გამნაღმველები შევიდნენ. ტელეკომპანიის ჟურნალისტები ვარაუდობენ, რომ განაღმვის პროცესი 2-3 საათში დასრულდება. ზარი 112-ში დაახლობით 21:30 წუთზე შევიდა. ტელეკომპანია მაუწყებლობას სათადარიგო სტუდიიდან აგრძელებს.

ტელეკომპანიის გენერალური დირექტორმა პირდაპირ ეთერში მიმართა მათ, ვინც რუსთავი 2-ის ეთერში რეკავს და მათ, ვინც მათ მხარს უჭერს, რომ ამით ისინი ვერაფერს შეცვლიან. გვარამიამ შინაგან საქმეთა მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მიმართა და კანონმდებლობის გამკაცრებისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, ეს დასჯა სამაგალითო უნდა იყოს.

კომენტარები