საპრეზიდენტო კანდიდატები

კობა დავითაშვილის წარმომადგენლებმა ცესკოში მხარდამჭერთა ხელმოწერები შეიტანეს

0 კომენტარი

პრეზიდენტობის კანდიდატის კობა დავითაშვილის წარმომადგენლებმა ცესკოში მხარდამჭერთა ხელმოწერები შეიტანეს. ხალხის პარტიის ინფორმაციით, დავითაშვილმა 41 300 ხელმოწერა შეაგროვა.

ცესკოში ხელმოწერებს გადაამოწმებენ. ცენტრალურ საარჩვენო კომისიას ამისათვის სამდღიანი ვადა აქვს. სწორედ ამის შემდეგ გაირკვევა - დარეგისტრირდება თუ არა დავითაშვილი პრეზიდენტობის კანდიდატად.

"დღეს იმ ადამიანთა სია შემოვიტანეთ, რომლებიც თანახმა არიან, კობა დავითაშვილმა პრეზიდენტობაზე კენჭი იყაროს. 25 630 ხელმოწერა იყო საჭირო და ჩვენ 41 300 შემოვიტანეთ. მთელი საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობდა ხელმოწერების შეგროვება", - განცხადა ხალხის პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა ასმათ მურადაშვილმა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ყოფილი ცოლის ცემისთვის ბათუმში 29 წლის კაცი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები