სოციალურად დაუცველი პირების გამოსახლება

რუსთავში უნივერსიტეტის ყოფილი შენობიდან სოციალურად დაუცველები გამოასახლეს

radiotavisupleba.ge

რუსთავში ტექნიკური უნივერსიტეტის რუსთავის ფილიალის ყოფილი შენობიდან სოციალურად დაუცველი 15 ოჯახი ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს წარმომადგენლებმა პოლიციის დახმარებით გამოასახლეს. სოციალურად დაუცველები შენობაში გასული წლის ოქტომბერში შესახლდნენ. ისინი ამბობენ, რომ წასასვლელი არსად აქვთ და ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ.

სოციალურად დაუცველებს შენობის დატოვების მოთხოვნით ჯერ კიდევ ერთი თვის წინ მიმართეს.

გამოსახლების დროს, სოციალურად დაუცველებსა და პოლიციას შორის მცირე ინციდენტი და სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა. ამ დროისათვის შენობიდან სოციალურად დაუცველების ნივთები გამოტანილია. 

კომენტარები