შემთხვევა ვაშინგტონში

ობამამ ვაშინგტონში მომხდარ თავდასხმას ტრაგედია უწოდა

reuters.com

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ვაშინგტონში, სამხედრო-საზღვაო ძალების მთავარ სამმართველოში მომხდარ შემთხვევას ტრაგედია უწოდა და მწუხარება გამოთქვა. მან ასევე ფედერალურ სამსახურს მოუწოდა, საგამოძიებო მოქმედებებში კოორდინირებულად იმოქმედონ.

დღეს ვაშინგტონის სამხედრო-საზღვაო ძალების მთავარი სამმართველოს შენობაზე თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 12 ადამიანი დაიღუპა. შემთხვევა დილით 8:20-ზე მოხდა.

უკანასკნელი ინფორმაციით, ცეცხლი ორმა პირმა გახსნა. მათ შორის ერთი სროლის შედეგად ადგილზევე დაიღუპა, მეორე კი ძებნაშია.

სამხედრო-საზღვაო ძალების მთავარ სამმართველოში დაახლოებით 3000 ადამიანი მუშაობს. აღნიშნული სამმართველო აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების ყველაზე დიდი სამმართველოა.

კომენტარები