ხუდონჰესი

ხუდონჰესის პროექტის საჯარო განხილვამ უშედეგოდ ჩაიარა

Aleksey Muhranoff / travelgeorgia.ru

მესტიის რაიონის სოფელ ხაიშში ხუდონჰესის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა გაიმართა. ხაიშელები ენერგეტიკის მინისტრის მოადგილეს ილია ელოშვილს საპროტესტო აქციით დახვდნენ. "ხელები შორს სვანეთისგან", "არა ხუდონჰესს" - ამ შეძახილებით ხაიშელები პროექტის შეჩერებას და მიწების დაბრუნებას ითხოვდნენ. განხილვის დაწყებამდე, ხაიშის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში სვანებმა ფიციც დადეს, რომლის მიხედვითაც, ისინი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას არ დაუშვებენ.

ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის ილია ელოშვილის განცხადებით კი, ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა პირდაპირ არის დაკავშირებული ეკონომიკის განვითარებასთან.

"კონფლიქტების მოგვარება კი, ეკონომიკასთან არის დაკავშირებული. გასაგებია, რომ მოსახლეობას არ სიამოვნებს ამგვარი პროექტები, მაგრამ საჭიროა მათთან მუშაობა და კომუნიკაცია. საჭიროა, ავუხსნათ, რაში სჭირდება სახელმწიფოს ეს პროექტი", - ამბობს ელოშვილი.

ხუდონჰესის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის კიდევ ერთი საჯარო განხილვა 19 სექტემბერს, თბილისში ჩატარდება.

 

კომენტარები