27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნები

ცესკომ კანდიდატად დარეგისტრირებაზე უარი პრეზიდენტობის 29 მსურველს უთხრა

0 კომენტარი
ფოტო: ცესკო

გუშინ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში პრეზიდენტობის კანდიდატობის მსურველების მიერ მხარდამჭერების სიების წარდგენის პროცესი დასრულდა. ცესკოს ინფორმაციით, საარჩევნო ადმინისტრაციას პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენის მიზნით, განცხადებით სულ 54-მა მსურველმა მიმართა, მხარდამჭერთა სიები კი 26-მა პრეზიდენტობის კანდიდატობის მსურველმა წარადგინა. მათგან 11 პოლიტიკური პარტიაა და 15 საინიციატივო ჯგუფი. რეგისტრაციაზე უარი ეთქვა კანდიდატობის 29 მსურველს.

17 სექტემბრის მდგომარეობით დარეგისტრირდა 12 საპრეზიდენტო კანდიდატი: მიხეილ სალუაშვილი, ნესტან კირთაძე, შალვა ნათელაშვილი, სერგო ჯავახიძე, გიორგი ლილუაშვილი, გიორგი მარგველაშვილი, ნინო ბურჯანაძე, ლევან ჩაჩუა, ავთანდილ მარგიანი, გიორგი თარგამაძე, კობა დავითაშვილი და დავით ბაქრაძე.

საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2013 წლის 27 ოქტომბერს ჩატარდება.

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ზურა ჯაფარიძე

კომენტარები