ჰამარბერგის განცხადება

ჰამარბერგი: ეკლესიის ლიდერები და სასულიერო პირებიც კანონს უნდა ემორჩილებოდნენ

0 კომენტარი
ფოტო: aej.org

ეკლესიის ლიდერები და სასულიერო პირებიც, იქიდან გამომდინარე, რომ საზოგადოების წარმომადგენლები არიან, კანონს უნდა ემორჩილებოდნენ, - ამის შესახებ სამართლებრივ საკითხებში საქართველოს მთავრობის კონსულტანტმა, თომას ჰამარბერგმა მედიის წარმომადგენლებთან დღევანდელ შეხვედრაზე განაცხადა.

თომას ჰამარბერგის შეფასებით, პროკურატურა ყოყმანობს, იმ საქმეების წარმოება დაიწყოს, რომლებშიც შესაძლოა სასულიერო პირების მიერ ჩადენილი დანაშაული იკვეთებოდეს. "ჩვენ ვიცით, რომ ეკლესიის ლიდერებიც არიან საზოგადოების წარმომადგენლები, შესაბამისად, მათაც პატივი უნდა სცენ კანონს. თუმცა, ვხედავ, რომ პროკურატურა ყოყმანობს გარკვეული საქმეების წარმოების დაწყებას. შეიძლება ის ფიქრობს, რომ სამღვდელოებასთან დაპირისპირება ამ ეტაპზე არ იყოს მომგებიანი, მაგრამ ეს საკითხი სერიოზულად უნდა იყოს განხილული, მათ შორის, მუსლიმთა თემთან დაკავშირებული საკითხებიც საჭიროებს სერიოზულ გამოკვლევას", - დასძინა თომას ჰამარბერგმა.

მისი განმარტებით, სტანდარტები ყველა რელიგიისთვის ერთია და ადამიანის უფლებების დაცვა ყველა რელიგიას თანაბრად ეხება. "ყველა რელიგია თანაბარი უნდა იყოს, რადგან ადამიანის უფლებათა დეკლარაცია იყენებს სიტყვას "ყველა", ე.ი. ის ეხება ყველას", - აღნიშნა ჰამარბერგმა.

ჰამარბერგის თქმით, ვერც პატრიარქი და ვერც ვერავინ კანონზე მაღლა ვერ დადგება.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ისანში ინდოეთის მოქალაქის მკვლელობის ბრალდებით მისი მეზობელი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები