Forbes

ბილ გეიტსი ყველაზე მდიდარი ამერიკელია

www.dailytech.com

ბილ გეიტსი უკვე მეოცე წელია FORBES-ის უმდიდრესი ამერიკელების რეიტინგში პირველ ადგილზეა. გეიტსი 72 მილიარდი დოლარის მფლობელია.

რეიტინგში მეორე უორენ ბაფეტია. ბაფეტმა წელს ყველაზე მეტად გაიუმჯობესა მდგომარეობა და ერთ წელიწადში თავის ქონებას 12.5 მილიარდი დოლარი შემატა.

წელს უმდიდრესი ადამიანების ოცეულს დაუბრუნდა Facebook-ის მარკ ცუკენბერგიც, რომლის ქონებაც წინა წელთან შედარებით 9.6 მილიარდი დოლარით გაიზარდა.

იმისთვის, რომ FORBES-ის ყველაზე მდიდრების რეიტინგში მოხვდეს, ადამიანს სულ მცირე 1.3 მილიარდი დოლარი უნდა ჰქონდეს. წელს რეიტინგს 20 ახალი წევრი შეუერთდა, ხოლო მათგან, ვინც რეიტინგში წინა წელსაც მოხვდა, მხოლოდ 30 ადამიანის ქონება შემცირდა.

FORBES-ის მიხედვით, 400 უმდიდრეს ამერიკელის ქონება 2.02 ტრილიონი დოლარი ღირს. ეს დაახლოებით მთელი რუსეთის მშპ-ის ტოლია. ერთი წლის განმავლობაში ეს სიმდიდრე 300 მილიარდი დოლარით გაიზარდა, ხოლო თუ ბოლო ათწლეულს ავიღებთ - გაორმაგდა. 

კომენტარები