თბილისის საკრებულო

საკრებულოს აპარატის ყოფილი ხელმძღვანელი წულუკიანს და ნანუაშვილს მიმართავს

timer.ge

თბილისის საკრებულოს აპარატის ყოფილი ხელმძღვანელი მარიკა დათუკაშვილი გათავისუფლებული თანამშრომლების საქმის შესწავლას უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარეს თეა წულუკიანს და სახალხო დამცველს სთხოვს. მისი მტკიცებით, 22 თანამშრომელი საკრებულოს უმრავლესობამ თანამდებობიდან პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლა. 

"მივმართავ ქალბატონ თეა წულუკიანს, როგორც უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარეს. ქალბატონო თეა, თქვენ გაეცით რეკომენდაცია, რომ  წინასაარჩევნო პერიოდში არ მომხდარიყო ადამიანების გაყრა სამსახურებიდან. დღეს თბილისის საკრებულოში სწორედ მას აქვს ადგილი. ასევე მივმართავ სახალხო დამცველს, ბატონო უჩა, იქნებ დაინტერესდეთ და შეასრულოთ თქვენი პირდაპირი მოვალეობა, დაიცვათ ის ადამიანები, რომლებიც შიხიაშვილმა და მისმა გუნდმა აბსოლუტურად უკანონოდ გაყარა სამსახურებიდან",- ამბობნს დათუკაშვილი. 

დედაქალაქის საკრებულოს უმრავლესობა კი, აღნიშნულ ბრალდებას უსაფუძვლოს უწოდებს. ჯაბა სამუშიას მტკიცებით, გათავისუფლებული თანამშრომლები არაკვალიფიციურები იყვნენ.

"მინდა გითხრათ, რომ ეს შემცირება შეეხოთ იმ ადამიანებს, რომლებიც ერთი დღე არ იმყოფებოდნენ სამსახურში ან იმ ადამიანებს, რომლებიც აბსოლუტურად არ ასრულებდნენ მათზე დაკისრებულ მოვალეობას. ეს არის არა პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლება, არამედ, სამართლიანობის აღდგენა", - აცხადებს სამუშია. 

კომენტარები