ხუდონჰესის მშენებლობა

გოგალაძე: ხუდონჰესის საკითხს მხოლოდ გარემოს დაცვის სამინისტრო ვერ გადაწყვეტს

გარემოს დაცვის სამინისტრო

გარემოს დაცვის მინისტრის ხათუნა გოგალაძის ინფორმაციით, ხუდონჰესის გარემოზე ზემოქმედებასთან დაკავშირებით, გარემოს დაცვის სამინისტროს დასკვნა გაცემული არ აქვს. მისი თქმით, ამასთან დაკავშირებით, ამ ეტაპზე მხოლოდ წინასწარი განხილვაა დაწყებული.

"ხუდონჰესთან დაკავშირებით არის ორი ძირითადი საკითხი, რასაც ყურადღება უნდა მიექცეს - ერთი არის გარემოზე ზემოქმედების, მეორე კი სოციალური ასპექტები. გარემოსთან დაკავშირებით ვიტყვი, რომ მხოლოდ წინასწარი განხილვა არის დაწყებული; შესაბამისად, სანებართვოც არ არის შემოსული და  ამასთან დაკავშირებით დასკვნა გარემოს დაცვის სამინისტროს გაცემული არ აქვს", - განაცხადა ხათუნა გოგალაძემ. 

მისივე თქმით, სამინისტროს მიერ გაცემული დასკვნა დაეფუძნება ექსპერტების შეფასებებს.

"ძალიან მნიშვნელოვანი არის სოციალური ასპექტები. ეს არ არის მხოლოდ გარემოს დაცვის სამინისტროს გადასაწყვეტი, ამაში ჩაერთვება მთელი მთავრობა და გადაწყვეტილებას მივიღებთ საზოგადოების აზრის გათვალისწინებით", - აღნიშნა გოგალაძემ.

ცნობისთვის, ხუდონჰესის მშენებლობას სოფელ ხაიშის მოსახლეობა და გარემოს დამცველი ორგანიზაციები აპროტესტებენ. პროექტის საჯარო განხილვა ხაიშშიც და თბილისშიც აქციის ფონზე გაიმართა. 

კომენტარები