გიორგი მარგველაშვილის წინასაარჩევნო კამპანია

გიორგი მარგველაშვილი IRI-ის მისიის დირექტორს შეხვდა

გიორგი მარგველაშვილის პრესსამსახური

კოალიცია ქართული ოცნების პრეზიდენტობის კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის საქართველოს მისიის დირექტორს ანდრეა ქერბსს შეხვდა. მათ წინასაარჩევნო კამპანიაზე, ქვეყანაში არსებულ წინასაარჩევნო გარემოსა და დამკვირვებლების ჩართულობაზე ისაუბრეს. გიორგი მარგველაშვილის თქმით, სამწუხაროა, რომ IRI-ის ამ ეტაპზე არ ჰყავს გრძელვადიანი დამკვირვებლები საქართველოში.

"IRI-ის საქართველოს მისიის დირექტორს მე მოვუყევი ის, რასაც ვაკეთებ და როგორც ვმუშაობ. მისიის დამკვირვებლები მხოლოდ არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე ჩამოვლენ ქვეყანაში და მხოლოდ ბოლო კვირას დააკვირდებიან", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. 

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის საქართველოს მისიის დირექტორის ანდრეა ქერბსის შეფასებით კი, გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრა იყო ნაყოფიერი. მისი ინფორმაციით, წინასაარჩევნო პერიოდში საქართველოში 20 დამკვირვებელი ჩამოვა.

 

 

კომენტარები