ევრო 2020

ევრო 2020-ის მატჩების მასპინძლობის სურვილს ბაქო და ერევანი გამოთქვამენ

0 კომენტარი
ევრო 2020 ფოტო: ibtimes.com

უეფას აღმასრულებელმა კომიტეტმა იმ ქვეყნების სია დაადასტურა, რომლებმაც 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობის სურვილი გამოთქვეს.

როგორც ცნობილია, 2020 წლის ევროპის ჩემპიონატი სხვადასხვა ქვეყნების ქალაქებში გაიმართება.

მას შემდეგ, რაც ამ იდეის არსებობის შესახებ გაცხადდა, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ ღიად განაცხადა, რომ თბილისი ტურნირის ერთ-ერთი მატჩის მასპინძლობისთვის იბრძოლებდა. თუმცა, როგორც დღეს გახდა ცნობილი, ქართულმა მხარემ განაცხადის შეტანა გადაიფიქრა.

მასპინძლობის მსურველთა სია, სადაც ჩვენი მეზობლები - აზერბაიჯანი და სომხეთიც არიან, ასე გამოიყურება:

აზერბაიჯანი (ბაქო), სომხეთი (ერევანი), ბელარუსი (მინსკი), ბელგია (ბრიუსელი), ბულგარეთი (სოფია), მაკედონია (სკოპიე), ინგლისი (ლონდონი), უნგრეთი (ბუდაპეშტი), გერმანია (მიუნხენი), საბერძნეთი (ათენი), დანია (კოპენჰაგენი), ისრაელი (იერუსალიმი), ირლანდია (დუბლინი), ესპანეთი (მადრიდი, ბარსელონა, ბილბაო, ვალენსია), იტალია (რომი, მილანი), ყაზახეთი (ასტანა), ნიდერლანდები (ამსტერდამი), პოლონეთი (ვარშავა, ხოჟუვი), პორტუგალია (ლისაბონი, პორტუ), რუსეთი (სანქტ-პეტერბურგი), რუმინეთი (ბუქარესტი), სერბეთი (ბელგრადი), თურქეთი (სტამბოლი), უკრაინა (კიევი, დონეცკი), უელსი (კარდიფი), ფინეთი (ჰელსინკი), საფრანგეთი (ლიონი), ხორვატია (ზაგრები), ჩეხეთი (პრაღა), შვეიცარია (ბაზელი), შვედეთი (სოლნა), შოტლანდია (გლაზგო)

ევროპის ჩემპიონატის ფინალური სტადიის შეხვედრები, ევროპის 13 ქალაქში გაიმართება. მატჩები დაიყოფა 13 განსხვავებულ პაკეტად. 12 სტანდარტულ პაკეტში შედის სამი ჯგუფური ეტაპის და ერთი პლეი-ოფის მატჩი (მერვედფინალი ან მეოთხედფინალი). ერთ პაკეტში კი - ნახევარფინალური და ფინალური შეხვედრა.

კანდიდატი ქალაქების დამტკიცების პროცედურა უეფას აღმასრულებელ კომიტეტში, 2014 წლის 25 სექტემბერს შედგება.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

სტუმრების ცემისთვის ბარის დაცვის თანამშრომლების შემდეგ მენეჯერიც დააკავეს

კომენტარები