კენიის დედაქალაქ ნაირობიში შეიარაღებულმა დაჯგუფებამ სავაჭრო ცენტრი დაიკავა და პოლიციასთან შეიარაღებულ დაპირისპირებაში ჩაება, როს შედეგადაც სულ მცირე 20 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. თავდასხმა შენობაზე ნიღბიანმა პირებმა განახორციელეს. თვითმხილველთა თქმით, ისინი არაბულ ან სომალიურ ენებზე საუბრობდნენ.
თავდამსხმელებმა მძევლები აიყვანეს, თუმცა რაიმე მოთხოვნები არ წაუყენებიათ. პოლიციამ მოქალაქეთა ევაკუაცია დაიწყო, სპეცდანიშნულების რაზმები შენობის ტერორისტებისგან გაწმენდას და მძევლების გათავისუფლებას ცდილობენ. მათი ზუსტი ოდენობა ჯერჯერობთ უცნობია.
რამდენიმე ხნის წინ სომალიში მოქმედი ისლამისტური დაჯგუფება აშ-შაბააბი კენიის მთავრობას ტერაქტებით დაემუქრა.