ტერორიზმი

კენიაში მსხვერპლის რიცხვმა 59-ს მიაღწია

0 კომენტარი
ფოტო: Reuters

კენიის დედაქალაქში სავაჭრო ცენტრზე ისლამისტების თავდასხმის შედეგად სულ მცირე 59 ადამიანი დაიღუპა, 175 კი დაშავდა. პასუხისმგებლობა თავდასხმაზე ალ ყაიდასთან მოკავშირე სომალელ ისლამისტთა დაჯგუფებამ ალ შაბააბმა აიღო. გუშინდელი შტურმის შემდეგ, მთელი ღამისა და დღის განმავლობაში შენობის ალყა გრძელდებოდა. შიგნით რჩება 10-15 ტერორისტი, რომლებსაც მძევლები ჰყავთ აყვანილი.

სროლა სავაჭრო ცენტრში გუშინ შუადღეს დაიწყო, როდესაც შენობაში ტერორისტები შევარდნენ და იქ მყოფ ადამიანებს ცეცხლი გაუხსნეს და ხელყუმბარები დაუშინეს. დაღუპულთა შორის ბევრიო ბავშვია. ამას პოლიციის მხრიდან შენობის შტურმი მიჰყვა.

ხელისუფლება აცხადებს, რომ რამდენიმე თავდამსხმელი დაპატიმრა. ქვეყნის პრეზიდენტმა უჰურუ კენიატამ განაცხადა, რომ დაღუპულთა შორის მისი ნათესავებიც არიან და საჯარო გამოსვლაში პირობა დადო, რომ ყველა ტერორისტს გაუსწორდება.

უკვე დადგენილია, რომ ტერაქტის შედეგად დაღუპულთა შორის საფრანგეთის, კანადის, ჩინეთის, სამხრეთ კორეისა და ინდოეთის მოქალაქეები არიან, მათ შორის დიპლომატებიც.ტერორისტთა აგრესია კენიის მიმართ სომალიში სამშვიდობო ოპერაციაში ამ ქვეყნის კონტინგენტის მონაწილეობამ განაპირობა. 

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

"სიყვარულის ფეიერვერკი, ცივილიზაციის უდიდესი მიღწევა" - ივანიშვილის აზრები ქართულ სუფრაზე

კომენტარები