ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი NDI

NDI: გამოკითხულთა 31% მიიჩნევს, რომ კრიმინალი გაიზარდა, 45% - იგივე დარჩა

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) საზოგადოებრივი კვლევის შედეგებს აქვეყნებს. ორგანიზაციამ საქართველოს მასშტაბით 3838 რესპონდენტს ჰკითხა, როგორ აფასებდა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ კრიმინალის დონეს საქართველოში.

გამოკითხულთა 30% მიიჩნევს, რომ კრიმინალის დონე საქართველოში გაიზარდა, 45%-ის აზრით კი, იგივე დარჩა. 11%-ს მიაჩნია, რომ ბოლო არჩევნების შემდეგ კრიმინალის დონე შემცირდა, ხოლო 13%-მა არ იცის.

კვლევა 18 აგვისტოდან 3 სექტემბრის პერიოდში ჩატარდა. საქართველოს მასშტაბით პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე 3,838 რესპონდენტი გამოიკითხა. NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი CRRC.

კომენტარები