უწყებათაშორისი კომისია

თინათინ ბოკუჩავა: უწყებათაშორისი კომისიის რეკომენდაციები არ სრულდება

primetimenews.ge

საპარლამენტო უმცირესობის წევრის თინათინ ბოკუჩავას განცხადებით, უწყებათაშორისი კომისიის დღევანდელ სხდომაზე მან საჩივრები წარადგინა. ბოკუჩავას თქმით, ის საარჩევნო დარღვევებზე ფაქტების კონსტატაციას ახდენდა, რასაც დეპუტატი ირინა იმერლიშვილი "წივილ-კივილით შეხვდა". დეპუტატი აღნიშნავს, რომ ამის გამო, შესაძლოა, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა უწყებათაშორისი კომისიის მუშაობას გამოეთიშოს.

"დიდია ჩვენი ინტერესი, რომ კომისიის მუშაობაში მონაწილეობა მივიღოთ. ყველაზე მეტი წერილობითი საჩივარი სწორედ ჩვენ შემოვიტანეთ და პროცესს ძალიან პროფესიონალურად და კონსტრუქციულად ვუდგებით, თუმცა შეხვედრა გაგრძელდა ფორმატში, როცა უმრავლესობის წარმომადგენელი ირინა იმერლიშვილი პირად შეურაცხყოფაზე გადმოვიდა და წივილ-კივილი გააჩაღა. ასეთ ვითარებაში, სხდომებში მონაწილეობა შეუძლებელი იქნება", - განაცხადა თინათინ ბოკუჩავამ და აღნიშნა, რომ კომისიის მიერ გაცემული რეკომენდაციები არ სრულდება და ის ფუჭ ქაღალდად რჩება.

წინასაარჩევნოდ გამოვლენილ დარღვევებთან დაკავშირებით, უწყებათაშორისი კომისიის სხდომა მიმდინარეობს.  

კომენტარები