ოკუპირებული ტერიტორიები

რატიანი: მცოცავი ოკუპაცია არის ამჟამინდელი ხელისუფლების ბრალი

facebook.com/sergo.ratiani

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის, სერგო რატიანის აზრით, რუსეთის მხრიდან მცოცავი ოკუპაცია დღევანდელი ხელისუფლების ბრალია. მისი თქმით, სწორედ ხელისუფლების დათმობითი პოლიტიკა სულ უფრო მეტი ტერიტორიის დაკარგვას იწვევს.

"პრობლემა არის თვითონ პოლიტიკაში, რომელიც ხელისუფლებას აქვს. მისი პოლიტიკა არის ის, რომ ჩვენსა და რუსეთს შორის არსებული პრობლემები არ გახდეს პრობლემები დასავლეთისთვის. თუ ჩვენ არ ჩავრთავთ დასავლელ პარტნიორებს და რუსებთან პირისპირ დავრჩებით, მოხდება ამ პრობლემის მუდმივი ზრდა. მცოცავი ოკუპაცია გაიზრდება, თუ ჩვენ არ ვიქნებით კიდევ უფრო აქტიურები, თუ ამაში აქტიურად არ ჩაერთვებიან ჩვენი პარტნიორები. მცოცავი ოკუპაცია არის ამჟამინდელი ხელისუფლების ბრალი", - თქვა რატიანმა.

კომენტარები