სოჭის ოლიმპიადა

ფანჯიკიძე: საქართველომ, შესაძლოა, სოჭის ოლიმპიადაში მონაწილეობა არ მიიღოს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე არ გამორიცხავს, რომ თუ ოკუპირებული ტერიტორიების, ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ჟურნალისტებს სოჭის ოლიმპიადაზე დასასწრებად აკრედიტაციებს მისცემენ, საქართველომ ოლიმპიადაში მონაწილეობის შესახებ გადაწყვეტილებას გადახედოს.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის, ლევან ყიფიანის თქმით, საქართველოს ეროვნულმა კომიტეტმა საერთაშორისო კომიტეტში სპეციალური წერილი უკვე გააგზავნა.

კომენტარები