რუსეთის სანიტარული სამსახური

რუსულ ბაზარზე შესვლის უფლება კიდევ 34 ქართულ კომპანიას მისცეს

0 კომენტარი

რუსეთის ბაზარზე შესვლის ნებართვა 34 ქართულ კომპანიას მისცეს. რუსეთის სანიტარული სამსახურის  ოფიციალური ინფორმაციით, რუსმა ექსპერტებმა 16-20 სექტემბერს 41 კომპანია შეამოწმეს, რომელთა შორის ღვინის, მინერალური წყლების და ლუდის მწარმოებლები არიან.

"მიღებულია გადაწყვეტილება, ალკოჰოლური სასმელის მწარმოებელ 31 კომპანიასა და მინერალური წყლის სამ მწარმოებელს მიეცეს ნებართვა, წარადგინონ დოკუმენტაცია სახელმწიფო რეგისტრაციის პროცედურების გასავლელად", - ნათქვამია განცხადებაში და აღნიშნულია, რომ ბოლო მონაცემებით, რუსეთის ბაზარზე შესვლისა და პროდუქციის დარეგისტრირების უფლება ღვინის 95 მწარმოებელს, მინერალური წყლის შვიდ მწარმოებელსა და ლუდის მწარმოებელ ერთ კომპანიას აქვს. რუსმა ექსპერტებმა უარი უთხრეს ღვინის 11 და მინერალური წყლის სამ კომპანიას. 

რუსეთის სანიტარული სამსახურის ექსპერტები ქართული კომპანიების შესამოწმებლად თბილისში 16 სექტემბერს ჩამოვიდნენ. 

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ბიზნესმენების გატაცებისა და ფულის გამოძალვისთვის 4 ახალგაზრდა კაცი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები