ხუდონჰესის პროექტი

ხუდონჰესის მშენებლობას კომპანია ტრანსელექტრიკა გეგმავს

Aleksey Muhranoff / travelgeorgia.ru

ხუდონჰესის პროექტის ირგვლივ ხმაური განახლდა. ჰესის მშენებლობას ამჯერად ინვესტორი კომპანია ტრანსელექტრიკა გეგმავს. სოფელ ხაიშის მოსახლეობა მშენებლობის წინააღმდეგია. ჰესის აშენების შემთხვევაში სოფელი მთლიანად დაიტბორება. 650-მეგავატიანი ხუდონჰესი, 200 მეტრამდე სიმაღლის კაშხლითა და 230 მილიონი კუბური მეტრის მოცულობის რეზერვუარით, ზემო სვანეთის სოფელ ხაიშში, მდინარე ენგურზე უნდა აშენდეს. 1300-მეგავატიანი ენგურჰესის შემდეგ, ის საქართველოში სიმძლავრით მეორე ელექტროსადგური იქნება და წლიურად 1.4 მლრდ კილოვატ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს. წინასწარი გათვლებით, ხუდონჰესის მშენებლობის შემდეგ, საქართველოში ელექტროენერგიის გენერაცია 20%-ით მოიმატებს.
 

კომენტარები