ივანიშვილის განცხადება

ივანიშვილი: ნაცვლიშვილი ხშირად წყვეტს იმას, რაც კბილაშვილის გადასაწყვეტია

ბიძინა ივანიშვილი
ტაბულა

ბიძინა ივანიშვილის თქმით, ლაშა ნაცვლიშვილსა და არჩილ კბილაშვილს შორის არანაირი კონფლიქტი არ არის. პრემიერმინისტრის განცხადებით, პროკურორის მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილი გამოცდილი და პრაქტიკული პიროვნებაა. მის წინააღმდეგ შავი პიარი ააგორეს და ვინც მას არ იცნობს, მასზე ცუდი წარმოდგენა აქვს. პრემიერმა დასძინა, რომ მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი გულწრფელი პიროვნებაა.

"კარგი ადამიანობა და გულწრფელობა ხშირად სტრუქტურის მართვას არ შველის. ადვოკატი როდესაც პროკურორად მიდის, რთულია. რაც შეეხება ლაშა ნაცვლიშვილსა და კბილაშვილს შორის კონფლიქტს, კონფლიქტი არ არსებობს. ლაშა არის გამოცდილი. იგი არის ნიჭიერი ინტელექტუალი კაცი, აჩიკოს ის მხარში უდგას. არჩილ კბილაშვილი ამერიკელებსაც მოსწონთ, ევროპელებსაც მოსწონთ. ლაშა უფრო პრაქტიკულია და მეტი გამოცდილება აქვს. ხშირად წყვეტს ის იმას, რაც არის კბილაშვილის გადასაწყვეტი, მაგრამ ასეთი კაზუსები შეიძლება იყოს, მაგრამ ეს არ არის დიდი პრობლემა", - განაცხადა პრემიერმა.

ექსპერტების მიერ გამოთქმულ მოსაზრებას პროკურატურაში სამხელისუფლებიანობაზე პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი სწორედ ასე გამოეხმაურა. 

კომენტარები