საქართველოს ჭიდაობის ფედერაცია

კურტანიძე: ვთვლი საჭიროდ ნაკრების საქმეში ჩარევას და ვინც შეეგუება შეეგუოს

0 კომენტარი

ბუდაპეშტში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე 7 ქართველი სპორტსმენიდან, მედლის მოპოვება ვერცერთმა ვერ შეძლო, თავისუფალთა გუნდიდან კი გენო პეტრიაშვილის ბრინჯაო ერთადერთი ჯილდო აღმოჩნდა.

ქართველი მოჭიდავეების  მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოსვლა შეაფასა დღეს, ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა ლუკა კურტანიძემ.

"მე თავისუფალი ჭიდაობის გუნდიდან ველოდი ოთხ მედალს პლუსით. ასე რომ, ჩემი უკმაყოფილება იქედან გამომდინარეობს, რომ ვერ მოვიპოვეთ ერთ მედალზე მეტი. ის, რაც დაგვაკლდა, ამას მწვრთნელებთან ერთად გავაანალიზებთ, მაგრამ მე უკვე ანალიზიც და დასკვნაც გაკეთებული მაქვს. ის შენიშვნები, რაც მე მქონდა, არ იქნა გათვალისწინებული და ამიტომ მივიღეთ ასეთი შედეგი", - განაცხადა ელდარ კურტანიძემ.

კურტანიძის განცხადებით, არასახარბიელო შედეგიდან გამომდინარე, მან გადაწყვეტილება მიიღო, რომ უფრო მეტად ჩაერიოს ნაკრების სამუშაო პროცესში.

"არ არის დღეს ის დრო, რომ როგორც ხელმძღვანელმა, ზევიდან ვუყურო მოვლენებს. ვთვლი საჭიროდ ჩარევას, რამეთუ მაქვს 33-წლიანი გამოცდილება და არც ისე ურიგო. ვინც ამას შეეგუება, შეეგუოს, ვინც არა - შეგვიძლია გზებიც დავულოცოთ", - განაცხადა კურტანიძემ.

დღევანდელ პრესკონფერენციას ესწრებოდა საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მწვრთნელი ოთარ ტატიშვილიც, რომელმაც წარუმატებლობის მთავარ მიზეზად სპორტსმენების გამოუცდელობა დაასახელა.

"გუნდი, რა თქმა უნდა, მზად იყო. პირველად მიიღო ექვსმა კაცმა ე.წ. პირველი ნათლობა და მათ გარკვეულწილად შეძლეს შესაძლებლობების ჩვენება, თუმცა ზოგმა ამის გაკეთება ვერ მოახერხა. მე ვთვლი, რომ 93-94 წელს დაბადებულმა სპორტსმენებმა პირველად იასპარეზეს ასეთ ტურნირზე და მათთვის ეს გამოცდილება წინ გადადგმული ნაბიჯია", - განაცხადა ოთარ ტატიშვილმა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: პატიმრობის მისჯის შემდეგ მსჯავრდებული ტყეში გაიქცა, 58 წლის კაცი უკვე დავაკავეთ

კომენტარები