ივანიშვილის განცხადება

ივანიშვილი: მავთულხლართების გამაგრება სოჭის ოლიმპიადის გამო ხდება

ბიძინა ივანიშვილი
ტაბულა

ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, რუსეთის მიერ საზღვრის გადმოწევა ოლიმპიადას უკავშირდება. "მავთულხლართების საქმე ოლიმპიადას უკავშირდება. რუსეთი ცდილობს, ოლიმპიადა როგორმე მშვიდ გარემოში ჩაატაროს და ჩვენც ყველანაირად შევუწყობთ ხელს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ სოჭის ოლიმპიადამ კარგად ჩაიაროს და ჩვენც მივიღებთ მონაწილეობას", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ბიძინა ივანიშვილი მავთულხლართების გამაგრებას არ ამართლებს, თუმცა მიაჩნია, რომ ოლიმპიადის დასრულებამდე საქართველო რუსეთთან დამოკიდებულებაში ბოლომდე ვერ გაერკვევა.

"მე ვფიქრობ, რომ სანამ ოლიმპიადა არ დასრულდება, კარგად ვერ გავერკვევით ჩვენს დამოკიდებულებებში ჩვენს ყველაზე დიდ მეზობელთან. ჩვენ მაქსიმალურ მოთმენას ვამჟღავნებთ და ამასთანვე, პრინციპულად მივუთითებთ და ხმას ვიმაღლებთ იმ დარღვევებზე, რაც კონფლიქტურ ტერიტორიებზე ხდება", - განაცხადა პრემიერმინისტრმა.  

კომენტარები