დავით ყიფიანის თასი

საქართველოს თასზე დინამომ გამანადგურებელი ანგარიშით გაიმარჯვა

ს.კ დინამო თბილისი
shakhtar.com

25 სექტემბერს, საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის მერვედფინალური მატჩები გაიმართა.

დინამო თბილისმა ხობის კოლხეთს სტუმრად, გამანადგურებელი ანგარიშით - 0:9 სძლია. ორ-ორი გოლი გაიტანეს გიორგი მიქაბერიძემ, ჩისკომ და დარკო გლიშიჩმა, თითო კი გივი კვარაცხელიას, გიორგი მერებაშვილის და პატრიკ ვუოს ანგარიშზეა.

ბოლნისის სიონმა, ზესტაფონი თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე მიიღო. ქართლელებმა აკაკი მიკუჩაძის მიერ გატანილი გოლით გაიმარჯვეს. 

გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე, დილამ ბათუმის დინამო ირაკლი მოდებაძის გოლით დაამარცხა.

ფოთის კოლხეთი რუსთავში, ადგილობრივ მეტალურგთან ანგარიშით 2:0 დამარცხდა, მცხეთაში კი ლოკომოტივმა საჩხერის ჩიხურასთან 0:3 წააგო. 

სამტრედიაში, ლანჩხუთის გურია მარტვილის მერანთან ანგარიშით - 1:2 დამარცხდა, ქუთაისის ტორპედომ და ცხინვალის სპარტაკმა კი ფრედ - 2:2 ითამაშეს. ქუთაისელთა შორის დუბლით ნიკა საბანაძე გამოირჩა, სპარტაკიდან კი იგივე შედეგი ვახტანგ ფანცხავას ჰქონდა.

26 სექტემბერს, ქობულეთში ერთმანეთს შუქურა და ვიტ ჯორჯია დაუპირისპირდებიან.

 



კომენტარები