NDI-ის კვლევა

NDI: გამოკითხულთა 50%-ის შეხედულებებთან ახლოს ქართული ოცნება დგას

NDI-ის კვლევაში გამოკითხულთა 50% ამბობს, რომ მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს ქართული ოცნება დგას. ნაციონალური მოძრაობა გამოკითხულთა 12%-ის შეხედულებებთან არის ახლოს. კითხვაზე რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს - გამოკითხულთა 4% დემოკრატიულ მოძრაობა - ერთიან საქართველოს, 3% - ლეიბორისტულ პარტიას, 2% კი - ქრისტიან დემოკრატიულ მოძრაობას ასახელებს. ხოლო 16%-ის შეხედულებებთან არცერთი პარტია არ არის ახლოს.

ქართული ოცნება მეორე არჩევანია გამოკითხულთა 6%-ისთვის. ნაციონალურ მოძრაობას თავის მეორე არჩევნად გამოკითხულთა 4% ასახელებს. დემოკრატიულ მოძრაობა - ერთიან საქართველოს, ლეიბორისტულ პარტიას და ქდმ-ს - შესაბამისად, 8%, 4% და 5%. გამოკითხულთა 39%-ს მეორე არჩევანი არ აქვს. 6%-მა არ იცის რომელი პარტია დგას მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს. 4%-მა პასუხზე უარი განაცხადა.

საზოგადოებრივი განწყობების კვლევა NDI-ის დაკვეთით საქართველოს ქართულენოვან მოსახლეობაში 18 აგვისტოდან 3 სექტემბრის ჩათვლით CRRC-მ ჩაატარა. წარმოამდგენლობითი შერჩევით საქართველოს სხვადასხვა რეგიონში სულ 3,838 პირი გამოიკითხა. 

კომენტარები