საქართველოს პრეზიდენტი

პეტრიაშვილი: პრეზიდენტმა ძალიან მკაცრად დააყენა დიცის და დვანის საკითხი

ალექსი პეტრიაშვილი
sazogadoeba.ge

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა, გაეროში მიხეილ სააკაშვილის გამოსვლის შესახებ კომენტარი გააკეთა. ჟურნალისტებთან საუბარში, პეტრიაშვილმა აღნიშნა, რომ ტრიბუნიდან სააკაშვილის მიერ დიცსა და დვანში მიმდინარე მოვლენებზე საუბარი სწორი და მნიშვნელოვანი იყო.

"პრეზიდენტმა ძალიან მკაცრად, ძალიან პრინციპულად დააყენა საკითხი საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე, რათა მოხდეს ამ პროცესების შეჩერება, ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი და მე ვთვლი, რომ ეს ტრიბუნა უნდა ყოფილიყო გამოყენებული ასეთი საფრთხის მატარებელი პროცესების თაობაზე საერთაშორისო საზოგადოების ინფორმირებისთვის და მან ეს გააკეთა", - განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.

კომენტარები