საკანონმდებლო ინიციატივა

ხე-ტყის უკანონო მოპოვება-გადატანისთვის სანქციები მკაცრდება

www.forestry.gov.ge

საქართველოს მთავრობა ხე-ტყის უკანონო მოპოვება-გადატანისთვის სანქციების გამკაცრების ინიციატივით გამოდის. საგადასახადო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, ის კომპანიები თუ კერძო პირები, ვინც ხე-ტყის უკანონო მოპოვება-გადატანის ფაქტებში იქნება შემჩნეული, 5 ათასი ლარით დაჯარიმდება. საკანონმდებლო ცვლილებების შემდეგ, ჯარიმის ოდენობა 500 ლარიდან, 10-ჯერ გაიზრდება. საფინანსო კომიტეტის თავმჯდომარის დავით ონოფრიშვილის თქმით, სანქციების გამკაცრების მიზანია, ქვეყანაში ნაკლებად გაიჩეხოს ტყეები. 

კომენტარები