ეკონომიკა

ფინანსთა მინისტრი ევროკავშირის დელეგაციას შეხვდა

ნოდარ ხადური
facebook.com/mofgeorgia

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ევროკავშირის დელეგაციას შეხვდა. შეხვედრას ევროკომისიის განვითარებისა და თანამშრომლობის გენერალური დირექტორატის ევროპული სამეზობლო რეგიონის დირექტორი მაიკლ კოლერი ხელმძღვანელობს.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში ევროკომისიის მხრიდან გაწეული ისეთი დახმარებები, როგორებიცაა, მაგალითად, სახელმწიფო ფინანსების მართვის რეფორმის (PFM) მხარდაჭერა, ამ კუთხით საქართველოს მიერ გატარებული წარმატებული რეფორმა და 2014-2017 წლებში რეფორმის გაგრძელების სტრატეგიული მიმართულებები, ასევე, საქართველოს მთავრობასა და დონორებს შორის კოორდინაციის მექანიზმების გაუმჯობესების პერსპექტივა. 

ევროკავშირის დელეგაციასთან გამართულ შეხვედრას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ფილიპ დიმიტროვიც დაესწრო. 

კომენტარები