ტფილისის ჰამქარი

ტფილისის ჰამქარი რუსთაველზე თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის პროექტს აპროტესტებს

ტფილისის ჰამქარი რუსთაველზე თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის პროექტის მშენებლობის შეჩერებას და ღია არქიტექტურული კონკურსის გამოცხადებას ითხოვს. ამ მოთხოვნით ტფილისის ჰამქრის წევრებმა ყოფილი პარლამენტის შენობის პირდაპირ მშენებარე ობიექტთან აქცია გამართეს. როგორც აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ მოქალაქეები ინვესტორის მხრიდან ქალაქის პატივისცემას მოითხოვენ და ინვესტორს ურჩევენ, ღია არქიტექტურული კონკურსი გამოაცხადოს და თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი მხოლოდ საკუთარი სურვილების გათვალისწინებით არ ააშენოს.

კომენტარები