NDI-ის კვლევა

თინა ხიდაშელი: NDI-ის არცერთ კვლევას არასდროს საერთო არ აქვს რეალობასთან

თინა ხიდაშელი
primetimenews.ge

NDI-ის არცერთ კვლევას არასდროს საერთო არ აქვს რეალობასთან. ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა თინა ხიდაშელმა განაცხადა. კვლევის მიხედვით, ქართული ოცნების კანდიდატს გიორგი მარგველაშვილს გამოკითხულთა 39% უჭერს მხარს, ნაციონალური მოძრაობის კანდიდატს დავით ბაქრაძეს - 18%, ხოლო დემოკრატიული მოძრაობა - საქართველოს კანდიდატს ნინო ბურჯანაძეს - 7%. ამასთან, გამოკითხულთა 31% მიიჩნევს, რომ მოსალოდნელია გაიმართოს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური.

"არავითარ მეორე ტურს ჩვენ არ ველოდებით, რადგან ამის რეალური საფუძველი ჩვენ არ გვაქვს," - განაცხადა ხიდაშელმა.

საზოგადოებრივი განწყობების კვლევა NDI-ის დაკვეთით საქართველოს ქართულენოვან მოსახლეობაში 18 აგვისტოდან 3 სექტემბრის ჩათვლით CRRC-მ ჩაატარა. წარმოამდგენლობითი შერჩევით საქართველოს სხვადასხვა რეგიონში სულ 3,838 პირი გამოიკითხა.

კომენტარები