ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა ექსპერტებთან

საგანელიძე: ადეიშვილი და სააკაშვილი ნიჭიერები, მაგრამ ბოროტები არიან

დავით საგანელიძე
primerinfo.ge

ზურა ადეიშვილი ნიჭიერი კაცი იყო, რომელმაც დიდი ბოროტება ჩაიდინა. ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა დავით საგანელიძემ მაესტროს ეთერში პრემიერმინისტრ ბიძინა ივანიშვილის მიერ ექსპერტებთან გამოთქმულ მოსაზრებაზე კომენტირებისას განაცხადა. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილს ვერ გაუგეს. "ნიჭიერება არ ნიშნავს, რომ ადეიშვილი დამნაშავე არ არის", - აღნიშნა საგანელიძემ. მან ადეიშვილი სტალინს და ჰიტლერს შეადარა და განაცხადა, რომ ისინიც ნიჭიერები იყვნენ და მათ მსგავსად, ადეიშვილიც ბოროტებას თესდა. "ძალიან მოუვა ახლა ადეიშვილს. ვადარებ ისეთ ვიღაცებს", - აღნიშნა საგანელიძემ. მისი თქმით, ადეიშვილი არ შეიძლება ჩავთვალოთ მხოლოდ სისტემის ნაწილად, ის სისტემის შემქმნელი იყო და ამდენად - დამნაშავეც. დავით საგანელიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილიც ძალიან ნიჭიერი იყო, რადგან "მთელ მსოფლიოზე ჰქონდა გავლენა, მთელი მსოფლიო მოატყუა, ომი წააგო, მაგრამ რუსთაველზე იზეიმა და ევროპელ ლიდერებს სულ ტაში აკვრევინა".

კომენტარები