ივანიშვილის განცხადება

ივანიშვილი: თუ აფხაზებთან ნდობას აღვადგენთ, ამას ანგარიშს რუსეთიც გაუწევს

თუ ჩვენ აფხაზებთან ნდობას აღვადგენთ, დარწმუნებული ვარ, ამას ანგარიშს რუსეთის ფედერაციაც გაუწევს - ბიძინა ივანიშვილმა სოხუმში დაცემულ გმირთა მემორიალის გვირგვინის შემკობის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა. 

ბიძინა ივანიშვილმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ საქართველო ყველანაირ ძალადობაზე უარს ამბობს და ძმობითა და სიყვარულით აპირებს აფხაზეთთან ურთიერთობის აღდგენას.  

"აბსოლუტურად გამორიცხულია, ჩვენ ვიფიქროთ რაიმე ტიპის აგრესიაზე. ჩვენ მხოლოდ ძმობით, მხოლოდ სიყვარულით უნდა შევძლოთ და დავიწყოთ ურთიერთობების აღდგენა. ახალი ხელისუფლება ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ევროპული ოჯახის ღირსეული წევრი გავხდეთ. ჩვენ ჭეშმარიტად მოვახერხებთ და ავაღორძინებთ საქართველოს და ამის საფუძველზე შეიძლება დავაბრუნოთ ნდობა ძმებს შორის, ჩვენ ვიქნებით გულწრფელი ურთიერთობაში. დარწმუნებული ვარ, ამას მხარს დაუჭერს საერთაშორისო თანამეგობრობა. თუ ჩვენ მოვახერხებთ, ერთმანეთის ღრმა პატივისცემით აღვადგინოთ ერთმანეთში ნდობა. დარწმუნებული ვარ, ამას ანგარიშს გაუწევს რუსეთის ფედერაციაც. ყველაფერი დამოკიდებულია ჩვენზე. ჩვენ გულს გავუხსნით ჩვენს ძმებ აფხაზებს. მათ უნდა მოესვლებოდეთ და ისინი უნდა გადმოვიდნენ ე.წ. საზღვრებს აქეთ. ჩვენ პირველებმა დავიწყოთ. ჩვენ გვაქვს ამის მზაობა. 20 წელი დიდი დროა, რაც გავიდა ამ ტრაგედიიდან და დროა, დავიწყოთ ურთიერთობის აღდგენა", - განაცხადა პრემიერმინისტრმა.

კომენტარები